მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე თეოდორე: ვხედავთ, ერთმა პატარა ვირუსმა როგორ დააჩოქა მსოფლიო

ქორესპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე

ყოველკვირეული წირვა ახალციხის რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ეზოში ჩატარდა.

სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მეუფე თეოდორემ მრევლს მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღე მიულოცა და სოციალური დისტანცირების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ იქადაგა.

"ჩვენ უნდა შევიცვალოთ და ჩვენ ცხოვრებაში დავაბრუნოთ ღმერთი. უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, რომ ვიზრუნოთ სხვებზე. რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ვხედავთ, ერთმა პატარა ვირუსმა, როგორ დააჩოქა მსოფლიო. მთავარია ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გვიყვარდეს ერთმანეთი და არ განვიკითხოთ ჩვენს გვერდით მდგომნი. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესები. ჩვენ გარეთ დავესწრებით ამიერიდან წირვებს, რომ დავიცვათ ექიმთა რეკომენდაციები", - განაცხადა ქორეპისკოპოსმა.