მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება“ - ირაკლი ანთაძე

სუს-ი გათავისუფლება

დღეს, 25 სექტემბერს ცხინვალიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება.

„მასთან დეტალებზე არ გვისაუბრია, გავარკვევთ, როცა გვექნება ამის საშუალება“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, არანაირი გამოკითხვა არ შემდგარა, რადგან მღებრიშვილი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს და მისი გათავისუფლება წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე, 25 სექტემბერს მოხდა.