მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიგრაციის დეპარტამენტმა ამანათების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა

მიგრაციის დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო დაწესებული შეზღუდვა 22 მაისიდან მოხსნა. შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირები, კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამანათების მიღებას კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ.