მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს მაინც არ შევეშვები

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, მისი გამოკითხვა ხვალ, 23 სექტემბერს იგეგმება.

„არაფერს გამოვრიცხავ, გამოკითხვაზე ხვალ ვარ დაბარებული, მაგისტრი მოსამართლის წინაშე უნდა გამოვიკითხო. არიან პროკურატურაში ადამიანები, მათი კარგად მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში. ამ საქმეს მაინც არ შევეშვები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს და ბოლომდე გავიტან“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიხეილ რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 21 სექტემბერს მიხეილ რამიშვილს პროკურატურაში ყოფნის დროს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.