საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილმა ფეიკ-ნიუსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაასპონსორა

მიხეილ სააკაშვილმა ფეიკ-ნიუსი სოციალურ ქსელში დაასპონსორა
19:36 26.03
დაკოპირებულია

„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია“ – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მან ლუგარის ცენტრის მშენებლობისთვის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის პასუხად პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია და ყველა გადაწყვეტილება 2002 წელს, შევარდნაძის მთავრობის დროს მიიღეს.

„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია. ვინ, სად, რა ლენტი გაჭრა, მე კარგად ვიცი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. პირველ ხელშეკრულებაზე არის შევარდნაძის და კლინტონის ხელმოწერა, მეორეზე – საქართველოს და შეერთებული შტატების თავდაცვს მინისტრების ხელმოწერა. ეს მოხდა 2002 წელს. შემდეგ, რა თქმა უნდა, პროექტის გაგრძელებაში იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ გადაწყვეტილებები, ყველაფერი მიღებული იყო 2002 წელს, ამას ხაზს ვუსვამ. სხვათა შორის, კახა ბენდუქიძეს აქვს მონაწილეობა მიღებული და მისი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს ინტერნეტ პორტალმა „ოდიშინიუსი“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პაატა იმნაძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილის ლუგარის ლაბორატორიის გახსნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაასპონსორა, წარწერით – მადლობა ქართველ ექიმებს! მოგვიანებით მის სტატუსზე სპონსორის ფუნქცია მოიხსნა.

წყარო

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა, 2 ივნისი 2020 წ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10-მა პა...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტი...
10:11
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა...
00:16
აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია, იგივე სუნთქვის გაძნელება, გახდა. ამის შესა...
00:10
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახა...
00:07
„ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად. ამ შეთანხმების საფუძველზე ავიღეთ ვალდებულება, რომ...
23:56 01.06
საგანგებო სიტუაციების სამსახური საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ა...
საგანგებო სიტუაციების სამსახური, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრ...
გაზგასამართი სადგურის აფეთქება ნუცუბიძის...
ავტოგაზგასამართ სადგურზე აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა თბილისში, ნუცუბიძის...
„ჯორჯიან მანგანეზმა” ბავშვთა დაცვის საერ...
„ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე...
CENN-ის დირექტორმა ახალი ტყის კოდექსი და...
„მოხარული ვარ, რომ „ტყის კოდექსი“, რომელზე მუშაობაც შვიდი წლის წინ დაიწყო, საქარ...