მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო ნიკოლოზ ბასილაშვილს“

არველაძის კომენტარი ბასილაშვილზე

სპორტსმენ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე ძალადობის შესაძლო ფაქტს ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. არველაძე აღნიშნავს, რომ ის ყოველგავრი ძალადობის წინააღმდეგია. ამასთან სპორტსმენი ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი ბუნებით, ხასიათითა და პრინციპებით, ყოველთვის ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.