მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: შეცვლილი ჩვენების მიზეზი შესაძლოა „კაი ბიჭური“ მენტალიტეტი იყოს

შაქარაშვილის ბიძის კომენტარი შეცვლი ჩვენებებზე

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკითხული ადამიანების შეცვლილ ჩვენებას შესაძლოა, ორი საფუძველი ჰქონდეს - პირდაპირი ზეწოლა და არსებული მენტალიტეტი.

ამასთან ნიკოლაძე განმარტავს, რომ გამოძიებაში პირველად მიღებული ჩვენებება ყველაზე სანდოდ ითვლება.

„შეცვლილი ჩვენების ერთი ყველაზე საფუძვლიანი ვერსია შესაძლოა, ზეწოლა იყოს, ხოლო მეორე, შესაძლებელია იყოს ზოგადად არსებული ის ძალიან მძიმე მენტალიტეტი, რაზეც ხშირად არის თქვენს გადაცემებში საუბარი, რომ შესაძლოა, ვიღაცამ ზეწოლა კი არ განახორციელოს, მაგრამ ბავშვი მოექცეს ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ. მაგალითად ის, რომ არ არის „კაი ბიჭობა”, რომ ვიღაცას ხელი დაადო და შენი ჩვენებით დაიჭირონ. ბუნებრივია, მან დაადო ხელი პირველი ჩვენებით და შესაძლოა, ვიღაცამ ამის რეაბილიტაცია მოინდომოს. როგორც წესი გამოძიებაში პირველად მიცემული ჩვენებები ბევრად რეალურია, ვიდრე შემდეგი“,- ამბობს ნიკოლაძე.

19 ივ­ნისს სპორსტემენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელის ცხე­და­რი წყალ­ში 4 დღის შემდეგ იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.