მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის მაგალითია“ - კახა კალაძე პატრიარქზე

თბილისის მერი, 2020

თბილისის მერი კახა კალაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. 

„უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ილია მეორეს დაბადების დღეს.

განუზომელია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობის, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია.

ვუსურვებ ერის სულიერ მამას ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - წერს დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში.

👉 ინფორმაციისთვის, 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

👉 გიორგი გახარია: განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში

👉 არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს: შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი