მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, რომ ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.

„ჩემი მოსაზრებით, არ შეიძლება, რომ ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს. აუცილებელია, რომ კონკრეტულ პრეპარატებზე, არა ისე, ვაქცინაზე, არამედ - საერთოდ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი და ახსნილი, თუ რას წარმოადგენენ ეს პრეპარატები, როგორ მოქმედებენ ადამიანში, როგორ იცავენ ვირუსისგან და რა უკუჩვენებები გააჩნიათ ამ პრეპარატებს. ამაზე შეკრების შემდგომ იმსჯელებენ მღვდელმთავრებიც, შედეგად ჩამოყალიბდება უკვე ეკლესიის აზრიც,“- განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️თამარ გაბუნია: ქვეყანაში რამდენიმე ვაქცინის გამოყენება განიხილება

✔️პაატა იმნაძე: ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება

✔️ინფიცირება 780, გამოჯანმრთელება 1608 - ეპიდვითარება საქართველოში