მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სიცხეები არ არის, დამწვრობის რამოდენიმე შემთხვევა მაინც დაფიქსირდა“

ექიმის კომენტარი მზით დამწვრობაზე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი პანდემიაა და არც გარუჯვის სეზონი დაწყებულა კლინიკაში მზის დამწვრობით რამდენიმე ადამიანი მაინც მკურნალობს. 

ქაშიბაძის თქმით, ნამზეურის მიღებისას დამწვრობის შემთხვევების პიკური სეზონი ზაფხულშია. მედიკოსი იმედოვნებს რომ ამ ზაფხულს მზის დამწვრობის ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისეთი სიცხეები არ არის დამწვრობის რამოდენიმე შემთხვევა მაინც დაფიქსირდა. ეს არის ძირითადად სახის დამწვროები, მძმე შემთხვევა საბედნეროდ ჯერ არ გვქონია, თუმცა დამწვრობის მთელი პიკი საფხულში მოდის ხოლმე. რაც შეეხება სოლარიუმს, სოლარიუმში მიღებული დამწვრობით პაციენტები მთელი წლის განმავლობაში გვყავს. ამ ეტაპზე დამწვრობის ბევრი შემთხვევა არ გამოვლენილა და არც მძმე პაციენტები არ გვყოლია“, - განუცხადა PIA.GE-ს გუგა ქაშიბაძემ.