მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მკაცრად დაიცავით სოციალური დისტანცია და ყველა რეგულაცია, რომელიც სახელმწიფომ დააწესა - მიტროპოლიტი თეოდორე

ანთებული სანთელი ეკლესიაში

"თქვენ უნდა იყოთ მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისთვის. წესების დაცვა ისევ თქვენი ოჯახისთვის, თქვენი სამშობლოსა და თქვენი თავისთვის არის მნიშვნელოვანი. გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ შეასრულოთ ყველაფერი ზედმიწევნით. ამაში გამოვლინდება თქვენი რწმენა და არა იმაში, რომ რაც შეიძლება ახლოს მოხვიდეთ, როცა ჩვენ ვქადაგებთ. რამდენად მორჩილნი ხართ ღვთისა, თქვენს ამ მოქმედებაში გამოჩნდება", - ამ სიტყვებით მიმართა მრევლს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო წირვის დასრულებისას.

მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით, მართლმადიდებელ ტაძრებში ღვთისმსახურება ყველა იმ წესების დაცვით აღევლინება, რომელიც სახელმწიფომ დააწესა და რომელიც 25 მარტის სინოდის სხდომის ოქმშია ასახული.

მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ მოქალაქეები სოციალური დისტანციის წესებს ქუჩაში, მაღაზიაში, თითქმის ყველგან არღვევენ, რაც არ შეიძლება.

"ეს თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობაა საზოგადოების, ოჯახების წინაშე. ადამიანს ჰგონია, რომ ჩვენ არაფერი დაგვემართება და არ ვიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვთავაზობენ. თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული ამ ვირუსის გავრცელება".

ორმეტრიანი დისტანცია მრევლს შორის, ხმის გამაძლიერებლებით ჩატარებული ლიტურგია, თეთრი ნიშნულები როგორც ტაძარში, ასევე ეზოში და ერთჯერადი ჭიქებით სიტკბოების მიღება - ეკლესიებდი ეს რეგულაციები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთციისთვის დაწესდა.

"ადამიანმა ცხოვრებიდან ამოიღო ღმერთი, ყველგან ებრძვიან ღმერთს. მერე გვიკვირს, რატომ მოდის განსაცდელი ჩვენს ცხოვრებაში", - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.