საზოგადოება

„მქონდა ცხელება, ხველა, მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები, ხუთშაბათს კი მან მიაღწია კრიტიკულ დონეს“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს
დირექტორი
1606671964
დაკოპირებულია

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კორონავირუსის შემთხვევაში ორმაგად მივეკუთვნები რისკჯგუფს. ერთი ეს გახლავთ ასაკი და მეორე ის, რომ მე მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება, რაც ყველაზე მაღალი რისკის მდგომარეობაა.

ჩემი დაავადებები ძალიან რთულია და მეტი შანსია, რომ კორონავირუსი ფატალურად დამთავრდეს.

საკუთარი თავისთვის, როგორც ექიმისთვის ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ხველა, ძლიერი ყელის ტკივილი და 4 დღე მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები, ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს.

სწორედ ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო რემდესივირის გადასხმა. სამწუხაროდ, ჯერ საქართველოში არ გვაქვს და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. შესაძლოა, არ არის იდეალური, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.

სერიოზული რისკის წინაშე ვიყავი, დავიწყე რემდესივირის გამოყენება. ერთი შემთხვევით არანაირი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა, მას ვერ მივაწერ, მაგრამ ამის უარყოფაც არ შეძლება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაცვიისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად სახლში მკურნალობდა. 19 ნოემბერს საავადმყოფოში გადაიყვანეს, 28 ნოემბერს კი სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.

200-ლარიანი დახმარება

200-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხა...

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება თანხის გაცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ხვალ, 16 იანვარს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას გამართავს. 

1610733341

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

1610731994

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა მიიღოს. 

1610728619

„შესაძლოა უცნაურად ჟღერს მაგრამ, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ პროვაკაციის მომწყობ მთავარ აქტორებს გადახედავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.

1610727489
კარანტინი იტალიაში

ხუთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ყველაზე მაღ...

Worldometers-ი იმ ხუთი ქვეყნის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 

„კომპანიები სარგებლის მიღების მიზნით, თა...

პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, კომპანიები თანამშრომლებს ფორმალურად ათავისუფლებენ სამსახურიდან, რათა მათ სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ და ბიუჯეტი დაზოგონ.  ირაკლი პეტრიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს რეაგირებას სთხოვს. 

1610718119
ადამიანებმა, რომელთაც კორონავირუსი დაამა...

ექსპერტების თქმით, ინფიცირებული ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაცულები იქნებიან რეინფექციისგან, თუმცა  დაავადებულებს შეუძლიათ ვირუსის ტარება ცხვირ-ხახაში და ამიტომ ისინი  წარმოადგენენ სხვა ადამიანებისთვის ინფიცირების რისკს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს. 

ბაჩო ოდიშარია: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკ...

პირველად, ბიძინა ივანიშვილის ფიგურის მნიშვნელობა, 2011 წელს, ჭაბუა ამირეჯიბისგან შევიტყვე. მის სახლში ერთ-ერთი სტუმრობის დროს, როდესაც ბებიაჩემი და ჭაბუას მეუღლე, ქალბატონი თამრიკო პოლიტიკურ სჯა-ბაასში იყვნენ შეჭრილები, ეგზისტენციურ კითხვაზე თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო ქვეყანა სააკაშვილის რეჟიმისგან, ჭაბუამ, თავის დაფაზე დაწერა - ბიძინა ივანიშვილი, ძახილის ნიშანი.