მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

ბოჯგუა გარდაიცვალა

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ბოჯგუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მომღერლის დედა მანანა გვასალია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ დღის სულ მეშინოდა..... ჯაბა აღარ მყავს... შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი. სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა ჩემო ერთადერთო“, - წერს მანანა გვასალია.

ინფორმაციისთვის, ბოჯგუა 12 წლის განმავლობაში ავადმყოფობდა. მომღერალს თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება ჰქონდა, რომელიც ციხეში ჩხუბის დროს მიიღო.