მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობა არ უნდა შეშინდეს“ - კულუმბეგოვი კოვიდვაქცინაციაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის შემდეგ ახალციხელი ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა. 

ექიმმა გარდაცვლილის ოჯახსა და ქვეყანას მიუსამძიმრა. კულუმბეგოვის თქმით, გარდაცვლილ მედდას ანამნეზში ალერგიული ფონი არ ჰქონია.

„ვიზიარებ ამ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან სერიოზული დანაკლისი და დანაკარგი ჩვენთვის. წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით თუ შევხედავთ, აღიწერება როგორც მწვავე ალერგიული სწრაფი რეაქციის განვითარება, რომელიც დამახასიათებელია ვაქცინებისთვის და ზოგადად მედიკამენტებისთვის.

ერთი რამ ვიცით, რომ მას ალერგიული ფონი არ ჰქონია. ყველა ეს „ჩექლისტი“ და კითხვარი, რომელიც შევსებულია ვნახეთ. ის აღნიშნავდა და ამბობდა, რომ მას ალერგიული ფონი არ ჰქონია. წინა წლების განმავლობაში ის წარმატებით იკეთებდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და ჩვენ ისიც კი ვნახეთ, როგორი გულანთებული მოუწოდებდა ყველას, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაეკეთებინათ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგი ამბობს, რომ ვაქცინები, რომლებიც უკვე მსოფლიოში გამოიყენება ხასიათდება შედარებით უფრო მაღალი ალერგიულობის პოტენციის ძალით, ვიდრე ეს წინა სხვა ვაქცინებია.

ამასთან, ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობა არ უნდა შეუშინდეს ვაქცინას და ის მომხრეა იმუნიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელიც კოვიდვაქცინაციის გაგრძელებას ეხება.

„ამ რეაქციათა სიხშირეს თუ გადავხედავთ, მსოფლიოში დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც უკვე მსოფლიოში გამოიყენება ხასიათდება შედარებით უფრო მაღალი ალერგიულობის პოტენციის ძალით, ვიდრე ეს წინა სხვა ვაქცინები, კალენდარული, რომელიც ბავშვობის ასაკიდან პატარებს ვუკეთებთ და შემდგომ ეს გრძელდება.

ვაქცინაციის ყველა წესი დღეს საქართველოში დაცულია. პირველადი დახმარების წამალი არის ადრენალინი, რომელიც არ არის ძვირი და ხელმიუწვდომელი. მეგის შემთხვევაში თუ ამაზეა ჩვენი ფიქრი, ყველა ეს დეტალი, ყველაფერი გაკეთდა, ერთი შეხედვით არაფერი დააკლდა მას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ საბოლოო შეფასება უნდა გააკეთოს კომისიამ, რეგულირების სააგენტომ. ექსპერტებს გვექნება დეტალური განხილვის შესაძლებლობა ყველა ეტაპზე, ყველა წამზე და წუთზე.

ახლა მთავარია, რომ ვაქცინაციის პროცესს ქვეყანა აგრძელებს, გუშინ იქნა ეს გადაწყვეტილება და მე ვიზიარებ ამ პოზიციას. არ უნდა შეშინდეს მოსახლეობა. პირდაპირ აცრა არ ხდება. ექიმი ეკითხება ძირითადად საკვანძო კითხვებს, რომელიც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ახალციხელი მედდა 27 წლის მეგი რობაქიძე, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი კოვიდ 19-ის ვაქცინაცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ განუვითარდა, დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

🔴 ჯანდაცვის სამინისტრო: ვაქცინაცია გრძელდება