მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო

24 ნოემბერს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვრცელდება.

„მოსალოდნელია ნალექი მთაში თოვლის სახით, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.