საზოგადოება

მსგავსი რამ ამორალურია თუმცა, მორალზე თქვენთან არ ვისაუბრებ, რადგან ეგ თქვენთვის უცხო ხილია - „wine khakheti“-ს დირექტორი ნოდარ მელაძეს

„wine khakheti“ დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Pia.ge
1614508247
დაკოპირებულია

კომპანია „wine khakheti“-ს დირექტორი ლევან ზილფიმიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი პარლამენტარის ლექსო თამაზაშვილის კავშირებზე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინ საღამოს ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც 99% ტყუილს შეიცავდა და ეხებოდა ე. წ. რუსი ოლიგარქის მჭიდრო კავშირებს თამაზაშვილებისა და ღარიბაშვილების ოჯახებთან! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთელი კვირის მანძილზე, სანამ სიუჟეტი მზადდებოდა, გადაცემის ავტორი, მაკა ჩიხლაძე, არც ერთხელ არ გამომეხმაურა! უფრო მეტიც, ჩემი მოთხოვნის მიუხედავად, რომ ჩემგან მიეღო ზუსტი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შეასახებ, არ დაინტერესდა! მე გახლავართ სიუჟეტში ნახსენები „wine khakheti“ დირექტორი და რობერტ ხახალევის მინდობილი პირი, (იგივე რობი ზილფიმიანი) ეს ადამიანი ჩემი ალალი ბიძაა (მამის ძმა), რომელიც ჯერ კიდევ 35 წლის წინ (საბჭოთა კავშირის დროს წავიდა რუსეთში იქ შექმნა ოჯახი და დაიწყო ბიზნესი!). ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც გახლავთ ამავდროულად რუსეთის მოქალაქეც! დიახ, ბატონებო! ეს ადამიანი, წარმოშობით ქართველი, საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს და ამ დროისთვის დასაქმებული გვყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე ოჯახი.

„საქართველოს ბანკიდან“ გვაქვს რამდენიმე მილიონის სესხი აღებული, ვაშენებთ ვენახებს და მომავალში ვგეგმავთ ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობას. (მინდა გითხრათ, რომ ჯამში სულ გვაქვს 135 ჰექტარი მიწა და ამას კვადრატულობით არავინ ითვლის რაც სიუჟეტში თქვეს), ხოლო თუ მაინც გვინდა, რომ მასე დავთვალოთ, კი ბატონო, მაშინ მოგახსენებთ რომ მაგალითად, თქვენს დამფუძნებლებს და დამფინანსებლებს (ტვ პირველი) აქვთ დაახოლებით 80 და მეტი „ვატიკანის“ ხელა მიწები, ეს ყველაფერი არის ღია და საჯარო ინფორმაცია! ამავდროულად მინდა მოგახსენოთ, რომ ლექსო თამაზაშვილი არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი, მეჯვარე, ნათელმირონი (20 წელზე დიდი ხანია) დიახ, ჩვენ ძმაკაცობის გარდა ვართ ამ ბიზნესში პარტნიორებიც და ეს სკანდალის საფუძველია? მოგიკითხავ ნოდარ და გეტყვი, რომ მსგავსი რამ ამორალურია თუმცა, მორალზე თქვენთან არ ვისაუბრებ, რადგან ეგ თქვენთვის უცხო ხილია! რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, გიდასტურებთ რომ, მისი ოჯახის გულშემატკივარი ვარ, ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, თუმცა რა შუაშია ჩვენს ბიზნესთან ან საერთოდ რუსეთთან? რა საბუთით ამტკიცებთ ამას? ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე!

პ.ს. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთხოვთ პასუხს ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ ტყუილის ტირაჟირებაში! ღმერთი მაღალია და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს!“ - განმარტავს ლევან ზილფიმიანი.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

„გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს კრიზისის დასრულებისთვის და თუ „ნაციონალური მოძარობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ამნისტიით ციხიდან გამოსვლა არ სურს, საპატიმროში დარჩეს.

1619178414

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

1619178031

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.

1619177604

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1619177584
ლევან იზორია ნორბერტ
როტგენს შეხვდა

ლევან იზორია ნორბერტ როტგენს შეხვდა

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619174328
„ივლისისთვის აცრის ყოველდღიური მაჩვენებე...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.

დავით მათიკაშვილი: ამნისტიის აქტის აუცილ...

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში აუფეთქებელი ჭურვები...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.