საზოგადოება

მშობლები თბილისის ბაღებიდან საკვების წაღებას კვლავ შეძლებენ

პროდუქტის დარიგება საბავშვო ბაღში
15:43 16.09
დაკოპირებულია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე N68 საჯარო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესს გაეცნო. პროდუქტები ერთჯერადად, სააღმზრდელო პროცესის ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით გაიცემა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, პროდუქტები ისე დარიგდება, რომ ბაღებში რიგები არ დადგეს.

„რადგან სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ მშობლების იმ კვების პროდუქტებით მომარაგებას, რაც ამ ხნის განმავლობაში უნდა მიეღოთ პატარებს. ანალოგიური პროექტი მარტში წარმატებით განვახორციელეთ. იცით, რომ ბაღებში 60 000-მდე ბავშვია და ყველა მშობელს, რაიონების მიხედვით ექნება შესაძლებლობა, მიიღოს პროდუქტები. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და ყველა მათგანმა იცის, რომელ საათზე მოვიდეს, რომ რიგები არ იყოს ბაღებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად ბაღში მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე იმყოფებოდნენ.

დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის ფარგლებში, მარტიდან ივნისის ჩათვლით პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. პროექტზე 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ნობათი, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული იყო Covid-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის 183 საბავშვო ბაღში, ამჟამად, 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში პირველ ოქტომბერს იგეგმება.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...