მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს

5G ტექნოლოგია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ გაიდლაინებშია გამოქვეყნებული, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკვლეულია, რომ რადიოსიხშირული ველების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს. 

ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის დაზიანების საკითხი მობილურ ტექნოლოგიებთან არანაირ კავშირში არ არის.

რაც შეეხება კონკრეტულად 5G ტექნოლოგიას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ რადიოსპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევები, სწორედ იმ სიხშირეებზე, რომლებიც 5G ტექნოლოგიისთვის გამოიყენება, ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენებს არ ადასტურებს. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი, უკაბელო ტექნოლოგიების გამოყენებამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე რაიმე სახის უარყოფითი შედეგი იქონიოს, - მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. 

WHO - აღნიშნულ საკითხზე დამატებით კვლევების გამოქვეყნებას მომავალშიც გეგმავს.