საზოგადოება

მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
12:31 17.10
დაკოპირებულია

მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ონლაინ შეხვედრა თემაზე „ცირკულარული ეკონომიკის მომსახურება - გლობალური გადასვლის შესაძლებლობა საერთაშორისო ვაჭრობის გზით“ ფინეთის ინოვაციების ფონდის „Sitra“ ორგანიზებითა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) მხარდაჭერით გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ცირკულარული ეკონომიკის ახალ და ინოვაციურ მომსახურებაზე დაფუძნებულ მოდელზე გადასასვლელად მოლაპარაკებების ხელშეწყობა იყო, რაც მომავალში ახალი სამუშაო ადგილებისა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფას წაახალისებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკამ და სავაჭრო პოლიტიკამ ერთმანეთის ურთიერთწახალისება უზრუნველყოს. იმის მიუხედავად, რომ ცირკულარული ეკონომიკისკენ სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკის გარკვეულ სფეროებში პირველადი და მეორადი მასალების, ნარჩენების იმპორტისა და ექსპორტის შემცირებას გამოიწვევს, ეს პროცესი მომსახურებით ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, - განაცხადა გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მოდელის დანერგვაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალი მოდელი ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირებას, ეკოსისტემების მდგრადობას ემსახურება და გაეროს მიერ განსაზღვრულ მდგრადი განვითარების მიზნებს პასუხობს.

ფონდმა „Sitra“ და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISD), ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საპილოტე კვლევა ჩაატარეს, თუ როგორ ხდება ცირკულარული ეკონომიკის ხელშემწყობი მომსახურების გაყიდვა საზღვრებს გარეთ და როგორ შეიძლება ამ ბიზნესისა და მისი საერთაშორისო გავრცელების ხელშეწყობა.

ონლაინ შეხვედრას ფონდის „Sitra” და ცირკულარული ეკონომიკის წარმომადგენელი მალენა სელი, ლინდსტრომის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ანა-კაისა ჰუტუნენი, ფონდოს „Sitra” კლიმატისა და ბუნების გადაწყვეტილებების წამყვანი სპეციალისტი საარა ტამინენი, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის ვაჭრობის ექსპერტი ალის ტიპინგი, აღმასრულებელი დირექტორი იოსტ დეკლუივერი, OECD-ის ვაჭრობისა და გარემოს პოლიტიკის ანალიტიკოსი შუნტა იამაგუჩი, Business Europe მრჩეველი ლეონ დე გრაფი, ევროკომისიის ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი მადლენ ტუინინგა და ევროპული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუტის გლობალური გამოწვევებისა და SDG პროგრამის ხელმძღვანელი მარიან კეტუნენი ესწრებოდნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟოროტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწ...
43 წუთის წინ
პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 3 პირი. ინფორმაციას შს...
57 წუთის წინ
სომხეთისა და აზერბაიჯანის ამერიკულმა შეთანხმებამაც ვერ იმუშავა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებ...
59 წუთის წინ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სა...
09:27
დენი და თელასი თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგიის მ...
გადაუდებელი სამუშაოების გამო დღეს, 26 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროები...
22:15 25.10
ბელარუსში საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი...
ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვადასხვა ქალაქებში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკ...
22:00 25.10
ავღანეთში „ალ ქაიდას“ მეორე მეთაური მოკლ...
ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის „ალ ქაიდა...
21:37 25.10
მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაო...
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა 43 მლნ-ს გადააჭარბა....