მსუბუქ ავტომობილებში 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა დარჩება მხოლოდ ტაქსებში.
"ქვეყანა მზად არის დღეს, გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად კომენდანტის საათის გაუქმებას ნიშნავს, ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები. მაგალითად ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება,1 ავტომობილში შეზღუდვა - 3 ადამიანის რაოდენობით გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ხვალიდან, 23 მაისიდან უქმდება.
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 18 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე ჯერ ვერ ისაუბრებს.
აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში მოსალოდნელი საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსი ოპოზიციონერი, კრემლის ლიდერის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი თავის ვიდეომიმართვაში მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრემლის ლიდერის მთავარი ოპონენტის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას ტვიტერის პირად გვერდზე გამოეხმაურა.
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 22 წლის ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომალიდან შეიარაღებული ძალები მთლიანად გაიყვანა. ამის შესახებ militarytimes.com იუწყება.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება.
კასპში 2 პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს გიორგი მენაბდიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.