მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა“ - შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, მიშელმა საჯარო განცხადებით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მიმართ თანადგომა და პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად მთავრობასა და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით.

ჩემი დღევანდელი შეხვედრა, ისევე, როგორც გუშინდელი მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისთვის.

ევროკავშირს უნდა დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას საქართველოს სუვერენობა და რეგიონალური მთლიანობა.

კიდევ ერთხელ მსურს გამოგიცხადოთ ევროკავშირიდან მეგობრობის მესიჯი,“ - აცხადებს იგი.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები შემაშფოთებელია.

„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ სიტუაციის გასანეიტრალებლად.

მხარეებს - ოპოზიციასა და მთავრობას - მოვუწოდებ დიალოგისკენ.

დღის მეორე ნახევარში მექნება გულახდილი საუბარი პრემიერ-მინისტრთან პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციის პარტიის ხელმძღვანელებთან.

ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზება ამ კრიზისის დასაძლევად.“ - აღნიშნავს მიშელი.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ამ მომენტში არის ვაქცინაცია.

„ევროკავშირი არის კოვაქს პროგრამის მთავარი დონატორი.

ამის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაშიც მოხდება ვაქცინების მოწოდება.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა.“ - აცხადებს შარლ მიშელი.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარება სხვა სფეროებშიც განხორციელდა, კერძოდ, 800 მილიონი ევრო მობილიზდა ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს უმასპინძლა. შეხვედრა მხარეებს შორის ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.

აგრეთვე იხილეთ:

„ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა“ - სალომე ზურაბიშვილი