მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. 

მოქალაქეები აქციაზე სამართალდამცველებს ხელისუფლების მონებად მოიხსენიებდნენ. მათ ადმინისტრაციის შენობასთან წარწერა „მონა“ გააკეთეს, რა დროსაც, მათი თქმით, სამართალდამცველები სამხრე კამერებით უღებდნენ.

მოქალაქეები სამართალდამცველებს უუნაროებს უწოდებენ და მათ „ტვ პირველით“ გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ გამოძიების დაწყებას სთხოვენ.

მთავრობის ადმინისიტრაციასთან მისვლამდე სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გამართეს.

ინფორმაციისთვის, „ტვ პირველმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელშიც მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ . ჩანაწერებში საუბარი ბერა ივანიშვილისთვის არასასიამოვნო კომენტარების ავტორების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას შეეხება.