მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობისგან 1 200-ლარიანი დახმარების მიმღები პირების სია ფართოვდება

სხვადასხვა კუპიურები

"ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ. ხოლო როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 1 200-ლარიან დახმარებაზე, დებულებაში იყო გაწერილი, რომ პირველი კვარტლის 3 თვის განმავლობაში ოფიციალური ხელფასი თუ უფიქსირდება, მაშინ მივცემთ დახმარებას მოქალაქეს. თუმცა, სეზონი არ იყო და ამ ადამიანებს ხელფასი არ ჰქონდათ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ დებულებაში შევიდეს შესწორება და 1200-ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემატიური შემოსავალი უფიქსირდებოდათ.

„აგერ არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მიიღებს დავალებას წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ ვინმეს სისტემური, ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება, რა თქმა უნდა ამ ადამიანების ინტერესს ჩვენ გავითვალისწინებთ და ამ პირველი კვარტლის პრინციპს არ მივაქცევთ ყურადღებას და ამ ცვლილებას შევიტანთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.