მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მტკვარში მოზარდი დაიხრჩო

მტკვარის ხედი

თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მტკვარში ერთი მოზარდი დაიხრჩო. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიდა, რომლის მიხედვითაც მდინარეში ორი არასრულწლოვანი იყო ჩასული და ერთ-ერთს ვერ პოულობდნენ.

ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ერთი ბავშვი უკვე წყლიდან ამოყვანილი დახვდათ და ის გადაყვანილი იყო საავადმყოფოში, ხოლო მეორე მოზარდი მაშველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მოაზრდს ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.