მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცირეწლოვანი, რომელიც მე-6 სართულიდან გადავარდა, მძიმე მდგომარეობაშია

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც PIA.GE-ს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, მცირეწლოვანი მართვით სუნთქვაზეა.

„ბავშვი ჩვენს კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შემოვიდა, მართვით სუნთქვაზეა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილის მრავლობითი დაზიანება ჰქონდა“, - აღნიშნა ექიმმა.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.