მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთაში ავტომობილი მტკვარში გადავარდა - არიან დაღუპულები

არაგის ხიდის ტერიტორია

მცხეთაში, მსუბუქი ავტომობილი მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 3 ადამიანი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი.

მყვინთავები 30 მეტრის სიღრმის ხევში ჩავიდნენ. ძებნის შედეგად სამივე ცხედრის პოვნა და ამოსვენება მალევე მოხერხდა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.