საზოგადოება

მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება

მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება
11:46 ოთხ. 21 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა რიგების მართვისა, სერვისცენტრებში მისულ მოქალაქეებს, არქონის შემთხვევაში, პირბადეები დაურიგდებათ.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს გარკვეული ზომების მიღება, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ სერვისცენტრებში მომსახურების დროს, უზრუნველყოფა გაუკეთონ არსებულ რიგებს, რომ პატარა სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანი არ იყოს შეკრებილი. ჩემი თხოვნა იქნება, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული - დავიცვათ რიგები და ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე, მაქსიმალურად ვეცადოთ, დავურიგოთ, რადგან პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. ამით უნდა დავიცვათ თვითონ იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, იმ ადამიანებისაც, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხს ზედამხედველობა გაუწიოს, რათა პირბადეები რაიონული გამგეობების უფასო სასადილოებშიც დარიგდეს.

„გარდა ამისა, მინდა დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს, პირბადეები მაქსიმალურად, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ. ილია ელოშვილს ვავალებ, რომ ამ საკითხს ზედამხედველობა გაუწიოს“, - განაცხადა თბილისის მერმა

ახალი წელი და კორონავირუსი ევროპაში

კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებე...

ᲘᲢᲐᲚᲘᲐ ბევრი იტალიელი შობისა და ახალი წლის დღეებში სათხილამურო კურორტებზე მიდის...
18:18 ოთხ. 25 ნოემბერი
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:08
ახლად რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა....
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
🔺 დიეგო მარადონა გარდაიცვალა დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60...
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
„ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მის...
23:27 ოთხ. 25 ნოემბერი
ზაზა წერეთელი კოვიდ19-ზე

ზაზა წერეთელი: ბიზნეს სექტორი გაგებით უნდა მო...

მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროსთან ერთობლივად მს...
23:19 ოთხ. 25 ნოემბერი
21:50 ოთხ. 25 ნოემბერი
ადვოკატი ცეცხლსასროლი იარაღით, პანდა პაბ...
[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] მედიცინის მუშაკი ემზადება იმ პაციენტის გამ...
21:40 ოთხ. 25 ნოემბერი
„ხვალ გამოცხადდება შეზღუდვები, რომლითაც...
„სისტემა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ...
21:19 ოთხ. 25 ნოემბერი
ელისაშვილი: ოპტიმიზმი გაიზარდა, მმართველ...
„დეტალებზე არ ვისაუბრებ, რომ პროცესი არ დაზიანდეს. აქამდე პრობლემაზე ოპოზიცია ლა...