მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მუსლიმი თემის ან ადგილობრივების პროვოცირებას ვინც შეეცდება, შესაბამისი რეაგირება იქნება“ - ვითარება სოფელ ბუკნარში

ვითარება ჩოხატაურის მერიასთან

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ამ ეტაპზე სიმშვიდეა. 

სოფელ ბუკნარში მუსლიმ თემსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და სიტუაციას არასამთავრობოები გაეცნენ.

ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

როგორც ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, მუსლიმი თემისთვის არ არის საკმარისი გარანტია იმისთვის, რომ რელიგიური რიტუალი ჩაატარონ.

„გუშინდელი მოლაპარაკებების დროს გარკვეული გარანტიები მუსლიმებმა მიიღეს უსაფრთხო პირობები შეიქმნება ლოცვისთვის, თუმცა იმის გამო რომ ეს მოლაპარაკებები მაღალ პოლიტიკურ დონეზე არ იმართება, ამ პროცესში არ არიან ჩართული მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ლეგიტიმაცია და ნდობა აქვთ.

ამავდროულად, აქ არ არიან ჩართულები მთავრობის, ადამიანის უფლებათა აქტორები და მოსახლეობას ელაპარაკება საპოლიციო ჯგუფები. მოსახლეობისთვის ეს საკმარისი გარანტია არ არის იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი რეალურად გადაწყდება“, - აღნიშნა მიქელაძემ.

ამასთან, მომხდარს გამოეხმაურა გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.

ნასარაია აცხადებს, რომ მუსლიმ თემს პრობლემა არ შეექმნება.

„არანაირი პრობლემა მუსლიმ მოსახლეობას არ შეექმნება, რომელიც სოფელ ბუკნარში ლოცულობდა. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ თემის პროვოცირებას ან მოსახლეობის გაღიზიანებას შეეცდება, შესაბამისი რეაგირება იქნება“, - აცხადებს რწმუნებული.

ადგილზე რჩებიან საპოლიციო ძალები.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ