მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია მეზვრიშვილი: ტრანსპორტის შეზღუდვა დღის წესრიგში არ დგას

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

„ჩვენ, რა თქმა უნდა, წინასწარ პროგნოზის გაკეთება გაგვიჭირდება, ლოკალურ დონეზე რომელ წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს მთავრობა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ან რომელ წერტილოვან შეზღუდვებს მოხსნის, მას შემდეგ, როდესაც ამის საჭიროება აღარ იქნება“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე დაწესდება.

„როდესაც ტრანსპორტზე, ან პირბადეებზე ვსაუბრობთ, ამგვარი შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭიროებიდან გამომდინარე. ამიტომ, მაგალითად დღეს, დღის წესრიგში ტრანსპორტის შეზღუდვა, ასე აბსტრაქტულად არ დგას, დღეს ეს კითხვა დაისვა და ამაზე პასუხი გაეცა. თუ ამის საჭიროება იქნება, პირობითად რომელიმე კონკრეტულ რეგიონში, როგორც ჩვენ ეს გვქონდა აჭარის რეგიონში, იმიტომ, რომ იქ იყო გარკვეულ ეტაპზე გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, თუმცა საჭიროება თუ არ იქნება, ამას არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობა მცხეთაშიც აიკრძალა.

მანამდე მსგავსი შეზღუდვა ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდა.