მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია მეზვრიშვილი: წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება რეკომენდაციების დაცვაზეა დამოკიდებული

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

„მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ტენდენციისა, პროცესი სრულად მართვადია. ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. დღეს 2000-ს გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რაც პოზიტიური ტენდენციაა“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.

„პროცესის მართვა გრძელდება ვიორუსთან ადაპტაციის პროცესში. კერძოდ, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, რაც გულისხმობს პაციენტების მკურნალობას საავადმყოფოებში, ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში.ბინაზე მკურნალობის ნაწილში სრულად არის ჩართული პირველადი ჯანდაცვა და ყველა იმ პაციენტს, ვისაც ოჯახის ექიმის კონსულტაცია ესაჭიროება, შესაბამის დახმარებას იღებს.

რაც შეეხება შეზღუდვების ნაწილს, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების გზით სიარულს. დღეს საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვების შემდგომი დაწესება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს. რაც უფრო მაღალი იქნება წესების დაცვის ხარისხი, იგულისხმება პირბადე და დისტანცია, მით უფრო ნაკლები იქნება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საჭიროება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 14 829 და გარდაცვლილია 253 პაციენტი.