მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: ჩეხეთთან ტურისტულ მიმოსვლას მალე აღვადგენთ

მინისტრი ამბობს რომ ადგილობრივ ი წარმოება პრიორიტეტულია

"ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ორი ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

ნათია თურნავას განცხადებით, ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ.

"პანდემიამდე საკმაოდ მზარდი იყო ჩეხეთიდან ტურისტული ნაკადები. რაც მთავარია, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდნენ. დღესაც ჩეხეთში მოთხოვნადია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები საქართველოდან. ჩეხეთის ელჩთან ვისაუბრეთ, რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი, რომ უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნა დავაჩქაროთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.