„სამთავრობო გუნდისა და ჯანდაცვის სექტორის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკის გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია გვაქვს, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს არსებული წერტილოვანი შეზღუდვების არსებული რეჟიმი 1-ელ თებერვლამდე შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების ნიშნები შეინიშნება ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც მთელი რიგი სახელმწიფოები ასევე ამკაცრებენ რეგულაციებს.
ნათია თურნავას განმარტებით, 1-ელ თებერვლამდე დარჩენილ პერიოდში აქტიურად გაგრძელდება ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაცია და უსაფრთხო გახსნისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. დღესაც, ხვალაც ჩემს მოადგილეებს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აქვთ სამუშაო შეხვედრები არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან, ბაზრობის წარმომადგენლებთან.
დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათაშორის, წინასაახალწლო პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს.
შეიძლება გარკვეული დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი უფრო მეტად უსაფრთხო გახსნის პერიოდს მოასწავებს, რაც, დიდი იმედი გვაქვს 1-ელი თებერვლიდან დაიწყება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
👉 შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდება
საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული.
„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.
ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.