საზოგადოება

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია მეშახტეების შრომითი პირობების გაუმჯობესება

შეხვედრა
მეშახტეებთან-მინისტრი
21:34 ოთხ. 28 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შეხვედრას ასევე ესწრებოდენ „საქნახშირის“ მფლობელი კომპანია Steel International Trade Company-ის მენეჯერი ალექსანდრე ჩოჩია და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე.

ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო ტყიბულის შახტაში ახალი ინვესტორის მისვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას, მეშახტეების სამუშაო პირობებს და პირადად მოისმინა მეშახტეებისგან მათი სამუშაო პირობების შესახებ.

მეშახტეებთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს.

„მიხარია, რომ ახალი მენეჯმენტი ამ თვალსაზრისით ბევრს აკეთებს და აუმჯობესებს მეშახტეების შრომის პირობებს. ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, კვების პირობების, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით შეთავაზებული სერვისების და მთლიანობაში შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის. თუმცა, მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, შრომის უსაფრთხო პირობებზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ, ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მეშახტეების შრომითი პირობები გაუმჯობესდეს და ამას ინვესტორი კომპანიისგანაც მკაცრად მოვითხოვთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ქართული ნახშირი არის ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარი და სამომავლოდ ენერგეტიკაში ქართული ნახშირის მეტად გამოყენება იგეგმება. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში მწყობრში ჩადგება თბოსადგურიც.

ტყიბულის შახტში ახალი ინვესტორი კომპანიის მისვლის შემდეგ უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ გარემონტდა და მოეწყო მიწისზედა კომპლექსი, განახლდა აბანო-გარდერობები და დამხმარე სათავსოები, სასადილო, მიმდინარეობს თანამშრომლების პირადი აღჭურვილობისა და საჭირო ეკიპირების სრული განახლება, გამართულად მუშაობს ავტომატური საგაზო დაცვა, შახტები აღიჭურვა საიმედო გაზის საზომი აპარატებით, აღდგა მწყობრიდან გამოსული მექანიზმები, განხორციელდა მიწისქვეშა გვირაბების სარეაბილიტაციო და გადამაგრებითი სამუშაოები; მოხდა ახალი მიწისქვეშა გვირაბების გაყვანა, გარემონტდა და დამზადდა ახალი სახალხო ვაგონები და სხვა.

ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
მათივე ცნობით, იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნ...
50 წუთის წინ
პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან რაიმე ადეკ...
59 წუთის წინ
მისი თქმით, მდგომარეობა კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა პრობლემებმა კიდევ უფრო გაართულა. მანამდე ო...
14:07
სტამბოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ რუსეთის ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უ...
13:33
გირჩის წევრი

სანდრო რაქვიაშვილი: რას ნიშნავს „სახელი სჭირდ...

„ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახელი სჭირდება, თუ ჩვენ...
„პასუხი გვინდა დღის ბოლომდე“ - ზურაბ ჯაფ...
ზურაბ ჯაფარიძე შექმნილი სიტუაციის გამო ბოდიშს კიდევ ერთხელ იხდის: „თუ ვინმეს პა...
11:20
თბილისი 2 053, იმერეთი 931 - ეპიდვითარებ...
ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲣᲠᲔᲑᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲡᲐᲮᲘᲗ: 🛑 თ...
მთიანი ყარაბაღი რუსეთთან ავიამიმოსვლის გ...
„ახლა ჩვენს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს - ორივე მხარე ყველაფერს...