მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NCDC-ის უფროსი სპეციალისტი: რეკომენდაცია იქნებოდა მაქსიმალურად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა

ენსიდისის სპეციალისტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის ანა კასრაძის განცხადებით, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის ზოგადი რეკომენდაცია დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლაა.

მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებებში საჭიროა რეგულაციების დაცვის მკაცრი კონტროლი.

„იმისთვის, რომ რისკი შემცირდეს, პირადად ჩემი და ზოგადად რეკომენდაცია იქნებოდა მაქსიმალურად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ვფიქრობ, ეს უფრო შესაძლებელია უმაღლესებში, დაწყებით კლასებში კი უფრო გართულდება. სადაც შესაძლებელია და რომელ უნივერსიტეტებს და სკოლებსაც შესაძლებლობა აქვთ, მოვუწოდებდი, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მაქსიმალურად გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე. გარდა ამისა, საჭიროა მკაცრი კონტროლი უშუალოდ დაწესებულებებში. ყველა სტუდენტმა და უფროსკლასელმა სწავლის დროს, დახურულ სივრცეში, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გამოიყენოს ნიღაბი და ხელის ჰიგიენა“, - აღნიშნა ანა კასრაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ქუთაისსა და ბათუმში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ქუთაისში #32-ე სკოლაში ინფიცირებულია სკოლის დირექტორი და მისი მოადგილეც.