მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI: ფაქტების შემმოწმებელმა ქართულმა ორგანიზაციებმა ყარაბაღზე 46 მცდარი პოსტი გამოავლინეს

ამოიცანი ფეიკნიუსი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თანახმად, ფაქტების შემმოწმებელმა ორმა ქართულმა ორგანიზაციამ ყარაბაღის ომზე 46 მცდარი პოსტი გამოავლინა.

„17 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ორმა ქართულმა დამოუკიდებელმა, ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციამ, რომლებიც Facebook-თან თანამშომლობენ, 46 ფართოდ გავრცელებული მცდარი პოსტი გამოავლინა და გააქარწყლა.

სომხური, აზერბაიჯანული და რუსული საინფორმაციო წყაროები ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საქართველოს ქმედებებისა და დამოკიდებულების, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენებისა და რეგიონული ვითარების შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებენ.

ჩართული მხარეები აღნიშნავენ, რომ დაძაბულობის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა როგორც ონლაინ, ასევე რეალურ სივრცეში“, - ნათქვამია NDI-ის რიგით მეორე საარჩევნო ბიულეტენში.

ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაციებმა აგრეთვე გამოავლინეს და გააქარწყლეს პატრიოტთა ალიანსის წევრების მიერ გავრცელებული ანტი-თურქული და განხეთქილების გამოწვევი განცხადებები.