დღეიდან, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ (რეზიდენტი) პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.
ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობითა და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ნიდერლანდებმა საქართველო, კანადა და ტუნისი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. გადაწყვეტილება ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით მოგზაურობას კრძალავს.
გამონაკლისის სახით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესვლა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:
ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას აღნიშნული გამონაკლისებით მოსარგებლე პირმა თან უნდა იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა წარუდგინოს მესაზღვრეს და დაადასტუროს მის მიერ საგამონაკლისო საფუძვლით ქვეყანაში შესვლის მიზანი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირს აქვს ნიდერლანდებში შესვლის უფლება ზემოჩამოთვლილ საგამონაკლისო კატეგორიაში ყოფნის გამო, მას შეიძლება მოეთხოვოს 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის პირი ნიდერლანდებში.
ნიდერლანდების მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული აღნიშნული ინფორმაცია ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ouO7T4.
გამონაკლისების ცალკე კატეგორიად მთავრობამ განსაზღვრა პირთა შემდეგი ჯგუფები: პირები, რომელთა ქვეყანაში შემოსვლა ემსახურება ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების ინტერესებს; ელიტური სპორტსმენები და მათი დამხმარე პერსონალი; კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები; პროფესიონალი ჟურნალისტები; მკვლევარები.
ამ კატეგორიის პირთა ქვეყანაში შესვლის დეტალური რეგულაციები ინგლისურად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2Tsr0u7.
ინფორმაციისთვის, აქამდე საქართველო იმ ვიწრო ქვეყნების სიას მიეკუთვნებოდა, რომელიც ნიდერლანდების მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია და 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დღემდე ნიდერლანდებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის ნებადართული იყო.
მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.
რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.
ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.
2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.