მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: ხვალ 6 საათზე რუსთაველის გამზირზე მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ

ხელისუფლების დრო ამოიწურა

ცენტრალური სააერჩევნო კომისიის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის სიტუაცია მწვავდება, შესაბამისად მათ დასაშლელად გამოყენებულია წყლის ჭავლი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოუწოდა.

გარეთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

„ხვალ 6 საათზე რუსთაველის გამზირზე მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ და არა მხოლოდ ოპოზიცია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

📌 ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რის საშუალებას სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉ვითარება ცესკოსთან

👉კობახიძე შსს-ს მიმართავს