„გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული - ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს.
აზერბაიჯანთან საზღვრის მიმდებარედ არსებულ ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტერს, რომელიც არასდროს ყოფილა დავის ნაწილი, დაკარგვის საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც საზღვრის დამდგენი კომისიის სამუშაო პროცესი აცდა ორ ქვეყანას შორის 1996 წელს დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებას“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც ნიკოლაშვილი აცხადებს, პროტოკოლში ნათლად წერია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1938 წლის მდგომარეობით უნდა გაევლოს.
მისი თქმით, შემდგომი წლების სამუშაო პროცესში სწორედ ეს პრინციპი უგულვებელყვეს და დაარღვიეს ჩართულმა პირებმა, რაც დადასტურებული ფაქტია და ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია განმარტება, თუ რატომ მოხდა ესე, გარდა წუნდებულ რუკებზე გაკეთებული ბუნდოვანი მინიშნებისა.
გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართული ბრიფინგიდან შევიტყვეთ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას მიმართ წარმოებული გამოძიება დასრულდა და საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ქვეყნის ტერიტორიის და მისი მთლიანობის საწინააღმდეგო ქმედებას გულისხმობს. პროკურატურა საქმესთან დაკავშირებულ მოკვლევას სხვა პირებთან მიმართებაშიც გააგრძელებს, მანამდე კი დღევანდელ ბრიფინგზე საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული ვიდეომტკიცებულება ვიხილეთ. იმისათვის, რომ საზოგადოებას თემაში გარკვევა გაუადვილდეს, გარეჯის საქმე ორ ნაწილად უნდა გავყოთ - პირველი ნაწილი ეხება დადასტურებულ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი საქართველოს ინტერესების საზიანოდ წარიმართა, დაკარგვის საფრთხე შეექმნა ქვეყნის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას, რომლის ყველაზე მგრძნობიარე მონაკვეთიც დავით-გარეჯის ლავრის ტერიტორიაა.
გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა, განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული. ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80_იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს. აზერბაიჯანთან საზღვრის მიმდებარედ არსებულ ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტერს, რომელიც არასდროს ყოფილა დავის ნაწილი, დაკარგვის საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც საზღვრის დამდგენი კომისიის სამუშაო პროცესი აცდა ორ ქვეყანას შორის 1996 წელს დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებას. პროტოკოლში ნათლად წერია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი 1938 წლის მდგომარეობით უნდა გაევლოს.
შემდგომი წლების სამუშაო პროცესში სწორედ ეს პრინციპი უგულვებელყვეს და დაარღვიეს ჩართულმა პირებმა, რაც დადასტურებული ფაქტია. ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია განმარტება, თუ რატომ მოხდა ესე, გარდა წუნდებულ რუკებზე გაკეთებული ბუნდოვანი მინიშნებისა. მეორე საკითხი ეხება საკუთრივ სხვადასხვა პირთა ბრალეულობის საკითხს, რა დანაშაული მიუძღვის თითოეულ მათგანს და როგორ კვალიფიცირდება მათი შეცდომა. ამ ეტაპზე ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ორი პირის მიმართ წარდგენილი ბრალი და ჩატარებული გამოძიება. წინ არის სასამართლო პროცესი და წარმოუდგენელია ნებისმიერი ადამიანის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე. მითუმეტეს, რომ გარდა სამართლებრივი მხარისა, წარდგენილ ბრალდებას უდიდესი მორალური სიმძიმეც გააჩნია“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა საქართველოს ტერიტორიულ ინტერესებთან დაკავშირებულ კიდევ ერთი მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დღეს გახდა ცნობილი სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც საქართველომ გაიმარჯვა რუსეთთან დავაში და ჩვენი ქვეყნის პოზიციები სასამართლომ გაიზიარა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
„უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა“, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.
ირანში სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული.ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით, მას არ აქვს ჯანმო-ს აღიარება, მაგრამ რამდენიმე თვეში ექნება. ამიტომ, საქართველომ თადარიგი უნდა დაიჭიროს“, – ჩინური ვაქცინის თაობაზე აღნიშნული ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.