მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: აი, ეს გააკეთეს ბათუმში, რომ უფრო მეტად გავრცელდეს ვირუსი, რომელიც მეტ-ნაკლებად უკვე დასტაბილურებული იყო

ექსპერტი მჭედლიშვილი საქსტატის მონაცემებზე

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება, რომელიც ბათუმში გაიმართა და რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

ექსპერტის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას საზოგადოების ვირუსით დაავადება არ აღელვებს:

„გაერთიანებულ ოპოზიციას არც ვირუსი გაუგია, არც წესები იცის, არც დავით გარეჯი ადარდებს და არც ქართული მიწები, არ კანონი და არც ხალხის უსაფრთხოება... აი, ეს გააკეთეს ბათუმში, რომ უფრო მეტად გავრცელდეს ვირუსი, რომელიც მეტ-ნაკლებად უკვე დასტაბილურებული იყო... ამათი მომხრე როგორ უნდა იყო ადამიანი?“, - აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.aktsia-batumshi_o_h.jpeg

ცნობისთვის, 16 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ბათუმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს, სადაც მათი მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.