მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძემ ონლაინ შეხვედრები გამართა

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ონლაინ შეხვედრები გამართა ჩეხ, ლატვიელ, პოლონელ და ესტონელ კოლეგებთან.

შეხვედრების მიზანს მეგობარი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს პარლამენტის მიერ მიღებულ „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციაზე ესაუბრა, რომელიც საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხება.

„კოლეგებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი უპირობო მხარდაჭერა გამოხატეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრებისას, საუბარი ასევე, შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია. ისინი მხარს უჭერენ პროცესების კონსტიტუციურ და კანონიერ ჩარჩოში წარმართვას. კოლეგები მიიჩნევენ, რომ პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ამ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ პანდემიის გამო მიმოსვლა შეწყვეტილია, ლატვიელ და პოლონელ კოლეგებთან შედგა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში საგარეო კომიტეტების ერთობლივი ონლაინ სხდომები გაიმართება.