მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ლომჯარია: მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში

ომბუდსმენი, სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მიმიდნარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

გთავაზობთ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად.

„მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი „ინტერესი“ აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა“, - აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელებს 20-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი. ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

აგრეთვე, წაიკითხეთ 👇

👉 ზუგდიდში თავდამსხმელები ვერტმფრენს და ნახევარ მილიონს ითხოვენ

👉 კადრები ოთახიდან, სადაც თავდამსხმელებს მძევლები ჰყავთ აყვანილი (ვიდეო)