მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ლომჯარია: ნიკა მელიას ერთადერთი მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს

სახალხო დამცველი

„როგორც მან მითხრა თავდაპირველად გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი გადმოიყვანეს რუსთავში. მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასევე ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელია ციხეში არსებული პირობები. ის თავს მხნედ გრძნობს და უნდოდა საჯაროდ მეთქვა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის ნიკა მელიას ერთადერთი მოთხოვნა საკანში ტელევიზორის შეტანაა.

„მისი ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი. ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი მალე მოგვარდება და მას მიეცემა საშუალება, რომ ახალ ამბებს გაეცნოს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება“ - ომბუდსმენი

მეუფე მელქისედეკი: საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს - ევროატლანტიკურ სწრაფვას

„ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, თუ როგორ შეუშალოს ხელი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს“ - გიგა ბოკერია