მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობას სახალხო დამცველი შეისწავლის

ომბუდსმენი, სახალხო დამცველი

„საზოგადოების დიდი ნაწილის სოლიდარობის მიუხედავად, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით არაერთი დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა, მათ შორის საჯარო პირების მხრიდან“, - ომბუდსმენი მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხმიანება.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ საჯარო პირების მხრიდან არაერთი დისკრიმინაციული ხასიათის განცხადება გაკეთდა. მათ შორის ომბუდსმენი რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუასა და პარლამენტის წევრ, ელისო ბოლქვაძესაც ახსენებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

„საზოგადოების დიდი ნაწილის სოლიდარობის მიუხედავად, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით არაერთი დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა, მათ შორის საჯარო პირების მხრიდან. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას, პარლამენტის წევრის, ელისო ბოლქვაძის და სხვათა კომენტარები, ქალის ფინანსურ ინტერესსა თუ საჯაროდ დაგვიანებით საუბართან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები აკნინებს ძალადობის ფენომენის სერიოზულობას და მსხვერპლებს საზოგადოების მხარდაჭერის და ძალადობისგან თავის დაღწევის რწმენას უკარგავს.

საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი, მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან. სახალხო დამცველის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას“,- აღნიშნულია ლომჯარიას განცხადებაში.

აგრეთვე იხილეთ:

📌ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს