მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

პრიმა ბალერინა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი.

თეატრის ცნობით, კონტრაქტის შეწყვეტა NOVAT- ის სამხატვრო ხელმძღვანელს ვლადიმერ კეხმანსა და ნინა ანანიაშვილს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა.

„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, მანამდე ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა განაცხადა, რომ ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეჩერდა, რადგან მან მედიაში ინფორმაცია კოლექტივისთვის ოფიციალურად წარდგენამდე გაავრცელა.

👉 შეგახსნებთ, რომ ნინო ანანიაშვილს ნოვოსიბირსკის საბალეტო დასისთვის უნდა ეხელმძღვანელა.