ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვლადიმერ კეხმანმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო ანანიაშვილთან მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებზე და მასთან კონტრაქტის გაწყვეტის დეტალებზე ისაუბრა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
კეხმანის განცხადებით, ის ანანიაშვილს დაახლოებით ერთი წელია რაც იცნობს. „ 2020 წლის თებერვალში თბილისში სპეციალურად ჩავედი, რათა გავცნობოდი. ჩემთვის პრინციპული მომენტია და ამაზე ჩვენ შევთანხმდით - ის რუსი ბალერინაა. ის დიდ ხანს ფიქრობდა. ფაქტობრივად ჩვენ შევთანხმდით, ხელი მოვაწერეთ საბუთებს, დეკემბერში ის ნოვოსიბირსკში ჩამოვიდა, ნახა თეატრი, მოეწონა. შემდეგ ჩამოფრინდა ჩემთან, სანქტ-პეტერბურგში და ჩვენ შევაჯერეთ ფინალური დეტალები. მისი მხრიდან არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა, ის ზუსტად იცავდა ზეპირ შეთანხმებას. ამიტომ მე არ მომიწერია მასთან დოკუმენტები, რასაც ხელს ვაწერთ ყველა შემოქმედებით ადამიანთან, რომ ნებისმიერი პიარ აქტივობა სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან უნდა იყოს შეთანხმებული“ - ამბობს კეხმანი.
მან „საშობაო საჩუქარი“ უწოდა „რადიო თავისუფლებისთვის“ ანანიაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუს, სადაც ბალერინამ რუსულ თეატრში ახალი სამსახურის დაწყების შესახებ განაცხადა. „ეს არის უპატივცემულობა, პირველ რიგში კოლექტივის მიმართ“ - განაცხადა კეხმანმა.
კეხმანი ამბობს, რომ მან საბალეტო დასს უთხრა, რომ ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, თუმცა გვარი არ დაუსახელებია. ის ასევე ამბობს, რომ ანანიაშვილის ინტერვიუში მან სულ სხვა მოტივაცია მოისმინა, ვიდრე მათი შეხვედრების დროს ესმოდა.
„ამ ინტერვიუში ანანიაშვილმა სულ სხვა მოტივაცია დაასახელა. რა თქმა უნდა ეს თემა არ შეგვითანხმებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა - ფეხებში სიმართლეს ვერ ნახავ, ეს შემთხვევა სრულად შეესაბამება ამ გამოთქმას. ასე მუშაობის და თანამშრომლობის დაწყება არ შეიძლება. მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს იწვევს. ჩემთვის კი, პირველ რიგში, ადამიანურ თვისებებს აქვს მნიშვნელობა და მხოლოდ მეორე ადგილზე ვაყენებ პროფესიულ თვისებებს“ - განაცხადა ვლადიმერ კეხმანმა.
კეხმანმა ასევე დაამატა, რომ ანანიაშვილს თეატრის რეპერტუარი უნდა შეექმნა და მისი საერთაშორისო კავშირების განვითარებაზე უნდა ემუშავა.
ცნობისთვის, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ნინო ანანიაშვილის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. როგორც ანანიაშვილმა "რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, ის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს იანვრის ბოლოს უნდა შეხვედროდა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.
შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.
წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია რუსეთის 93 ქალაქში იმართება. ამის შესახებ Meduza იუწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას Pfizer / BioNTech–თან და შესაძლებელია თებერვალში დაიწყოს ვაქცინების მიწოდება ღარიბი და დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
„თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია“, - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
ბრიტანული გამოცემა The Guardian სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას სტატიას უძღვნის. სტატიის სათაურია „მოსკოვი პასუხისმგებელია 2008 წელს საქართველოში მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე, ძარცვაზე და საცხოვრებელი სახლების განადგურებაზე“.