მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნუცუბიძის IV მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გზის დაგება

ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველ ეტაპზე შიდა კვარტალურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული საფარის დემონტაჟი. ამის შემდეგ მოეწყობა გზის ახალი საფუძველი, ბოლოს კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

პროექტის შედეგად, 4700-მდე კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

აღნიშნულ შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაციის მიზნით, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 330 000 ლარი დაიხარჯება.