მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოჯახის ინფორმაციით, 60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, განმუხურის კარანტინშია

სამეგრელო

60 წლის ქალი, რომელსაც ეძებდნენ, ოჯახის წევრების ინფორმაციით, განმუხურის კარანტინშია გადაყვანილი.

როგორც 60 წლის ლუარა ლემონჯავას ოჯახის წევრები ამბობენ, ამის შესახებ მათ პოლიციამ შეატყობინა. ვრცელდებოდა ვერსია 60 წლის ქალის და მასთან ერთად მყოფი პირის გარდაცვალების შესახებ.

ცოცხალია ასევე და თავს კარგად გრძნობს მეორე ქალი, რომელიც 60 წლის ქალთან ერთად გადაადგილდებოდა.

ლუარა ლემონჯავა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა გადასვლას.