მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ძლიერი ხანძარია

ძლიერი ხანძარი გაგრაში

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში  ძლიერი ხანძარია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სანატორიუმ „მოსკოვთან“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე ხანძრის კერებია გალისა და ოჩამჩირის რაიონებში.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის ინტენსივობა შესამჩნევად დაბალია, ვიდრე წინა დღეს.

„დასახლებულ ტერიტორიებს საფრთხე არ ემუქრება. „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ თანამშრომლები აკვირდებიან ვითარებას მთელ „რესპუბლიკაში“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტოს სოციალურ ქსელში „აფხაზური ამბები“ ავრცელებს.