მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოლიმპიური კომიტეტი: სამწუხაროა, რომ ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო.

"ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.