მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომბუდსმენი: პანდემიის შემდგომ ეკოლოგიურ საკითხებზე მეტი უნდა ვიფიქროთ

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერის იდეას მიესალმება, რომ ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, შაბათ-კვირას კერძო ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს.

"მე მივესალმებოდი მსგავს იდეებზე მსჯელობის გაგრძელებას. პანდემიის შემდგომ ეკოლოგიურ საკითხებზე მეტი თუ არ ვიფიქრეთ და ბევრი რამ არ შევცვალეთ ჩვენ ყოველდღიურობაში, მაშინ ვერაფერი გვისწავლია ამ მწარე გაკვეთილისგან", - წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია.